სამხედრო მოსამსახურეთა საარჩევნო სია საჯარო აღარ იქნება

სამხედრო მოსამსახურეთა საარჩევნო სია საჯარო აღარ იქნება

სამხედრო მოსამსახურეთა საარჩევნო სია საჯარო აღარ იქნება. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, იკრძალება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სიების გასაჯაროება - მათი გამოქვეყნება, ასლების გადაღება, გაცემა და შესაბამის უბნებში მათი ფოტო-ვიდეოგადაღება. 

"2013 წლის 6 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გამოიკვეთა სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ არსებული სიების საჯაროობის არამიზანშეწონილობა", - აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ინიცირებულია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ, ხოლო მის ავტორად დასახელებულია პარლამენტის ინტერფრაციული ჯგუფი და ცესკო.