პარტიების დაფინანსების თემას პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
ამასთან, ის რიგი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ჩაუყენებია.
"მესმის ჩემი კოლეგების. მე თავად ვარ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე და ვიცი, რაოდენ მწირია ის სახსრები, რასაც ვიღებთ ბიუჯეტიდან და ამ თვალსაზრისით "რესპუბლიკური პარტია" "დაზარალებულთა" შორისაა, მაგრამ პარტიების დაფინანსების ნაწილში არ გაგვიკეთებია ის, რომ მათ, ვინც ხელისუფლებაში ვართ, რაიმე მიიღო და სხვამ ვერ მიიღო. მოდელი ეფუძნებოდა იმას, რომ დაფინანსება ყველას მიეღო. დაფინანსების თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დაფინანსების ვერ მიღებისა და გაღიზიანების გამო ყველა სხვა თემაზე ხმაურის ატეხვა არ ღირს.