თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა თბილისის მერსა და დედაქალაქის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კუკავამ კომენტარი გააკეთა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე და აღნიშნა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას, "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლას და მოუწოდა დედაქალაქის მერს, მანამდე გადადგეს, სანამ თავად საკრებულო აიძულებს დატოვოს ეს თანამდებობა. კუკავამ ასევე მოუწოდა თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, დედაქალაქის მერის მოადგილეებს დატოვონ თანამდებობები. თბილისის მერის აპარატის თანამშრომლებთან დაკავშირებით კი კუკავამ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა მათ არ ეხებათ შეუძლიათ მუშაობა გააგრძელონ.
კუკავას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა ხმარდებოდეს თბილისის ინტერესებს და არა გიგი უგულავას სტრიპტიზ ბარებში სიარულს. კუკავას თქმით, საშემოდგომო სესიაზე,
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც საკრებულოს უფლებამოსილება მერიასთან შედარებით გაიზრდება.