ირინე ბუშლები, “Die Zeit”
გააკეთე სიკეთე და ამაზე ნუ ილაპარაკებ: დღემდე ბიძინა ივანიშვილი საიდუმლოდ მოქმედებდა. მაგრამ ახლა მას საქართველოს პირველი პირობა სურს და მას დევნიან.
ჯეიმს ბონდი, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მსოფლიო ბატონობის მსურველი ბოროტმოქმედის რეზიდენციის ძებნაში, თავის ყურადღებას ძველი თბილისის მიდამოებში შემაღლებულ ადგილზე აღმართულ კომპლექსს მიაპყრობდა. იქვე კლდეზე წამოჭიმულია ციხე სიმაგრის მსგავსი მინისა და ლითონის სასახლე. სასახლის სიახლოვეს რაციებით ხელში მშვიდი და მეგობრულად განწყობილი მამაკაცები გხვდებიან, მაგრამ იმაზეც მიგანიშნებენ, რომ კერძო საკუთრებაში შესვლა არ შეიძლება.
ამ სახლის მესაკუთრეზე წლებია, რაც ჭორები და ლეგენდები დადის. ის მდიდარი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. საქართველოში დაახლოებით 10 წლის წინ დაბრუნდა. მას შემდეგ მან ქველმომქედებაზე მილიონები დახარჯა. აფინანსებდა ეკლესიებს, მუზუემებს; ინტექლექტუალებს და სტუდენტებს სტიპენდიებს უხდიდა. თავის მშობლიურ სოფელში, მეზობლებისთვის სახლები ააშენა. მათი ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გადასახადებს იხდიდა. მაგრამ ის ფაქტობრივად არასდროს ჩნდებოდა საჯარო ადგილებში. ერთადერთი რაც საიდუმლო არ ყოფილა, ეს მისი სახელია: ბიძინა ივანიშვილი.
სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 185-ე ადგილზეა, მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუკი თქვენ საჩხერეს რაიონში მისი მშობლიური სოფლის ჭორვილასკენ გაემგზავრებით, ახალი, მწვანე და წითელი ფერის სახურავები შორიდანვე მოსჩანს. გზის გასწვრივ მუქი წითელი ფერის გაზსადენი გადის. ჭორვილაში თითქმის ყველა სახლი ახალი აშენებული, ან ახალი აღდგენილია. ეს ტიპური ხედი არ არის რაიონისთვის, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც ქარხნები დარჩა, არც ტურიზმი და არც სოფლის მეურნეობა არ განვითარებულა.
ის ვინც ივანიშვილს პირადად იცნობს ოლიგარქს ძალიან კარგად ახასიათებს, მის კეთილ საქმეებზე ადამიანები უსასრულოდ საუბრობენ. როდესაც მისგან ვინმე რაღაც საჩუქარს იღებს, ფაქტორი არა ნათესაური კავშირი, არამედ ამ ადამიანის საჭიროებაა. ასეთი ისტორიები იმაზე მიუთითებს, რომ ივანიშვილს საქართველოში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. ყველამ იცოდა ის, რომ მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან კონტაქტები ჰქონდა. მაგრამ ის, რომ ის ოდესმე პოლიტიკურად აქტიური გახდებოდა, 5 ოქტომბრამდე ამას ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.
მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს
იმ დღეს ივანიშვილის განცხადება, რომ ის პარტიას ქმნის და სააკაშვილს ბრძოლაში იწვევს, უზარმაზარი დარტყმა გახლდათ, რადგან ფაქტობრივად ყველა ვარაუდობდა, რომ მომავალ საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა. ერთადერთი რაც გაურკვეველი იყო: დარჩებოდა თუ არა ხელისუფლებაში თავად სააკაშვილი. ოპოზიცია ძალიან სუსტად მიიჩნეოდა. ნაწილობრივ მან თავად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია. ნაწილობრივ კი ეს იმის ბრალია, რომ დამოუკიდებელი მედია არ არსებობს და ოპოზიციას ფინანსური რესურსები არ აქვს.
მთავრობამ ივანიშვილი უმალ რუსეთის აგენტად გამოაცხადა. რადგან პირველ რიგში ის მისმა შემდეგმა განცხადებამ განარისხა: 2008 წლის ომი რუსეთთან სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით გამოიწვია. ის რასაც ბევრი ქართველი დღეს ღიად ამბობს, მთავრობისთვის დღემდე შეურაცხმყოფელია.
შემდეგ, მათ ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანიდან 2 მილიონი დოლარის და ერთი მილიონი ლარის კონფისკაცია მოახდინეს. ბრალდება: ფულის გათეთრებაა. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვეს, რომელიც მან რუსეთის მოქალაქეობის შემდეგ მიიღო, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის მოქალაქეც გახდა. მთავრობის არგუმენტაციის თანამხად, ამ ყველაფერის გამო, ი კანონია, რომლის თანახმად, მისი საქართველოს მოქალაქეობა უნდა გაუქმებულიყო.
ივანიშვილს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა
მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი, რომლიც საჯაროობას გაურბოდა? რატომ შეაბიჯა მან ყურადღების ეპიცენტრში და საკუთარი თავი ასეთი თავდასხმების ობიეტად აქცია? ნაწილობრივ ამ კითხვებს პასუხობს ინტერვიუ, რომელიც მან თბილისში ფერდობზე წამოჭიმულ თავის რეზიდენციაში მოგვცა. მასპინძელი სტუმარს მისი ოფისის შესასვლეში ხვდება. ის 55 წლის, გამხდარი , დაახლოებით 1.65 სიმაღლის მამაკაცია. არაფერი მის ექსტრავანგანტულობაზე ან პრეტენზიულობაზე არ მიუთითებს. ივანიშვილი კეთილგანწყოილი და გაწონასწორებული ბიზნესმენია. ხალხმრავალ გარემოში, მას ვერც შეამჩნევდი.
მაგრამ როდესაც საუბარი მისი ქვეყნის მომავალზე ან სააკაშვილზე იწყება, ის ემოციური ხდება. 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ივანიშვილიც ქართველების უმრავლესობის მსგავსად მასზე იმედებს ამყარებდა. დღეს ის იმედგაცრუებულია. „ჩვენ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი გვყავს. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო და მედია. სააკაშვილი აკონტროლებს ეკონომიკური სივრცის 99%-ს“, - ჩივის ოლიგარქი. „დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკა ფუნქციონირებას თავად შეძლებს“. საკუთარ საქველმოქმედო გამოცდილებაზე ის ამბობს: „გაჭირვებულ ადამიანებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია“. ჯგუფთან ერთად მან კრიტერიუმები განსაზღვრა. „დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებს სამუშაო მისცე. ამის შემდეგ უჩნდებათ მათ პასუხისმგებლობა“.
ივანიშვილს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა, საქართველოს ნატოს წევრობისკენ მისწრაფებაზე უარის თქმის გარეშე. ის დარწმუნებულია, რომ ორივე მიზნის მიღწევა ერთდროულად შესაძლებელია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთში თავის ბიზნესს სუფთად მართავდა. დაიწყო ღილაკებიანი ტელეფონების და კომპუტერების რეალიზაციით, ანუ ისეთი საქონლის გაყიდვით, რომელზეც 1990-იან წლებში რუსეთში მოთხოვნა არსებობდა. მოგვიანებით ბანკი დააფუძნა, რომელმაც მშვიდობიანად გადალახა 1998 წლის კრიზისი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი მისთვის მეუღლე და ოთხი შვილია: „ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა“. სამწუხაროდ, პოლიტიკის გამო მას საკმარისი დრო აღარ რჩება, გვეუბნება ის დამშვიდობებისას.
მისი წარმატება, მის თანამებრძოლებზეც არის დამოკიდებული. მისი ერთ-ერთი პარტნიორი ირაკლი ალასანიაა, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცხოეთში. „ივანიშვილი – გულწრფელია, პირდაპირი“. ივანიშვილის მსგავსად, ალასანიაც ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. მთავრობას პროვოცირება სურს, მაგრამ არც ის და არც ივანიშვილი სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდებიან.
ქვეყნაში შერეული განწყობებია – ეიფორიით და იმედებით დაწყებული სკეფსისით და ფატალიზმით დამთავრებული. ბევრს ეშინია იმის, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შაუშალოს ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას. თუმცა მას ჰყავს მნიშვნელოვანი დამცველი: უაღრესად პატივცემული და გავლენიანი ფიგურა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ქადაგების დროს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოწოდება გააკეთა. ბოლოს და ბოლოს, ის საქართველოში დაიბადა. ის რაც კათალოკოს არ უხსნებია, მაგრამ ყველამ იცის, არის ის, რომ მან დაახლოებით 650 მილიონი ევრო გაიღო ეკლესიებისთვის და მათ შორის სამების საკათედრო ტაძრისთვის. იმის დანახვა, თუ როგორ ბრწყინავს ეს ტაძარი, ივანიშვილს ყოველ საღამოს თავისი რეზიდენციიდან შეუძლია.
foreignpress.ge
1332
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85