ქართველმა გოგონამ იძულებითი პროსტიტუციისგან თავის დასახსნელად პოლიციას მიმართა

ქართველმა გოგონამ იძულებითი პროსტიტუციისგან თავის დასახსნელად პოლიციას მიმართა

საქართველოდან თურქეთის ქალაქ მუღლაში დასასვენებლად ჩასულმა ქართველმა გოგონამ, იძულებითი პროსტიტუციისგან თავის დასახსნელად პოლიციას მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც თურქ სამართალდამცველებს ც.ა.-მ განუცხადა, ის დასასვენებლად მუღლაში ჩავიდა, შემდეგ რამდენიმე ქალაქი მოიარა, ბოლოს კი მარმარისში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ბარში ორი მამაკაცი გაიცნო, რომლებმაც მას პროსტიტუცია აიძულეს, უარის თქმის გამო კი სცემეს.

თურქეთის სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს იმ ორ თურქზე, ვისაც ც.ა.-მ ჩარიშის პოლიციაში უჩივლა. მისი თქმით, ისინი მას პროსტიტუციას აიძულებდნენ.

ნაცემმა ქართველმა გოგონამ მარმარისში სახელმწიფო საავადმყოფოში კონტროლი გიარა. ახალგაზრდა ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღმოაჩნდა.

მოგვიანებით პოლიციის დეპარტამენტში თურქული ენის კარგად მცოდნე ქართველმა გოგონამ ჩვენება მისცა. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მის ვიზას ვადა ჰქონდა გასული.
პოლიციამ ეჭვმიტანილების დასაკავებლად მუშაობა დაიწყო, ც.ა. კი დეპორტირებული იქნება.