აკადემიკოს გურამ შარაძის შვილის, რუსადან შარაძის განცხადებით, სააკაშვილს გურამ შარაძის მკვლელი ოფიციალურად უნდა ეწოდოს.
ამის შესახებ მან სპორტის სასახლეში სამოქალაქო მოძრაობის "სამართლიანობა უნდა აღდგეს" ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
"როდესაც მკვლელს დაერქმევა მკვლელის სახელი, როდესაც სააკაშვილს ოფიციალურად დაერქმევა გურამ შარაძის მკვლელი, ნაპატიებელი მაშინ იქნება", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
მისივე თქმით, ხვალ, 14:00 საათზე გურამ შარაძის ახლობლები მის საფლავზე შეიკრიბებიან. 19:00 საათზე კი მელიქიშვილის გამზირზე, მისი მკვლელობის ადგილზე, აკადემიკოსის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.