37 დროებითი მოთავსების იზოლატორი სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა

37 დროებითი მოთავსების იზოლატორი სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა

საქართველოს მასშტაბით 37 დროებითი მოთავსების იზოლატორი სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა, - ამის შესახებ შს სამინისტროში განაცხადეს, სადაც პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

როგორც სამინისტროში განმარტეს, სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟების მიზანია, დაკავებულთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონიტორინგი.

გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი და ეფექტიანი შესრულების მიზნით, შემუშავდა საპატრულო პოლიციის, პატრულ-ინსპექტორის (მათ შორის მესაზღვრე-კონტროლიორი), მესაზღვრის და დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ქცევის ინსტრუქციები. სამინისტროს ინფორმაციით, ინსტრუქციები განსაზღვრავს თანამშრომელთა ქცევის წესებს, შეიცავს კონკრეტულ ვალდებულებებსა და აკრძალვებს.