ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილს ყველა თვისება გააჩნია კარგი პრეზიდენტი იყოს

ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილს ყველა თვისება გააჩნია კარგი პრეზიდენტი იყოს

გიორგი მარგველაშვილს ყველა თვისება გააჩნია, კარგი პრეზიდენტი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც კოალიციაში მოხდა კანდიდატზე გაერთიანება, ისე უნდა გაერთიანდეს საზოგადოება. "ჩვენ ერთიანი პოზიცია გვქონდა და ერთიანად ყველამ მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა. ჩემი აზრით, მას ყველა თვისება გააჩნია იყოს კარგი პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო და იდეალური ვარიანტიც კი", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მარგველაშვილის წინააღმდეგ არავინ წასულა და მის კანდიდატურას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ივანიშვილმა მარგველაშვილის დადებითი მხარეები და თვისებები დაასახელა. მისი შეფასებით, მარგველაშვილი მენეჯმენტსა და პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტია.