მიხეილ სააკაშვილი:  გული მერევა ჭორვილის იდეაზე

მიხეილ სააკაშვილი: გული მერევა ჭორვილის იდეაზე

გული მერევა ჭორვილის იდეაზე, - ასეთი განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა . 

"არ მინდა საქართველო იქცეს ამ ტიპის წარმონაქმნად, სადაც ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ არავინ არ ჩაგეკითხებათ, დივანზე წამოწექით, პირები გააღეთ, მაცივრები ღია დატოვეთ, ჩვენ მოვალთ, ყველაფერს შეგივსებთ ერთი რამის სანაცვლოდ, რომ ხმას არ ამოიღებთ. თუ გინდა, რომ შენ გქონდეს ქვეყანა, ხელი უნდა გაანძრიო და არ ელოდო იმას, რომ ვიღაცა მაცივარს გაგივსებს", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრის ეს ჩანაწერი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ სტუდენტის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ, სააკაშვილი გაბრაზებული საუბრობს.

პრეზიდენტის ამ განცხადებამ შეხვედრაზე ხმაური გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთმა სტუდეტმა განაცხდა, პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე ახსენა ჭორვილა, რის შემდეგაც, მან შეკითხვის დასმა იმით დაიწყო, რომ იგი ჭორვილელია და ეს ძალიან ეამაყება. სწორედ ამას მოჰყვა პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება.