შსს-მ 10 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დააკავა

შსს-მ 10 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მცხოვრები, 1967 წელს დაბადებული ალექსი ნ. არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის მარტში თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ალექსი მ. მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში მეგობართან გაემგზავრა, სადაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ბრალდებული ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. დაკავებულ ალექსი მ.-ს ბრალს დღეს წაუყენებენ.

გამოძიება 14 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მე–5 ნაწილით,რაც 15–დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).