კახა ბენდუქიძე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დებილების დაწერილს უწოდებს

კახა ბენდუქიძე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დებილების დაწერილს უწოდებს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დებილების დაწერილს უწოდებს. "ეგ კანონპროექტი არის დებილების მიერ გაკეთებული. რაც მე წავიკითხე, ეგ თუ გაკეთდა, უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი არის საქართველოს მტერი და უნდათ, რომ აგრარული ეკონომიკა საბოლოოდ მოკვდეს" , - განაცხადა ბენდუქიძემ "პალიტრა TV"- ის გადაცემა "ემას შოუში". 

მისი თქმით, პროექტში წერია, რომ თუ ვინმეს უნდა მიწა იყიდოს, უნდა ჰქონდეს აგრარული განათლება და რამდენიმეწლიანი გამოცდილება, ამასთან, თუ უცხოელია, ის 10 წელი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.

"მიწის მესაკუთრეობას რაში სჭირდება აგრარული განათლება? ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. უცხოელია თუ არაუცხოელი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის საქართველოს ტერიტორია, საქართველოს იურისდიქცია. ის ადამიანი უბრალოდ ფლობს მიწას. ამ მიწას ვერ წაიღებს ზურგით. ეს მიწა ყოველთვის საქართველოში იქნება. რაში უნდა მდგომარეობდეს საფრთხე, გაუგებარია. პირიქით, ეს ამ მიწის პროდუქტიულობას გაზრდის", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, მაგალითად თუ კი ვინმემ ხუთი კაცი დაასაქმა, რა არის ამაში ცუდი.