"პრეზიდენტმა სტუდენტებს, რომლებმაც შეხვედრა დავტოვეთ, ჩეგევარას სტილის ადამიანები გვიწოდა, ჩეგევარას კი პირსისხლიანი ნაბიჭვარი"

"ლაბორატორია 1918"-ის წევრის სანდრო ცაგარელის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის.

ამის შესახებ ცაგარელმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემი აზრით, კითხვები ლოიალობის მიხედვით იყო შედგენილი. სულ ორი რეალური შეკითხვა დაისვა, რომელიც ციხის ამბებს და განათლების სისტემას ეხებოდა. მიხეილ სააკაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ ციხეებში ახლაც რთული მდგომარეობაა და წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებზე ზეწოლა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა სხვა ფორმით. ჩვენ სტუდენტებს კი, რომლებმაც შეხვედრა ხმაურით დავტოვეთ, ჩეგევარას სტილის ადამიანები გვიწოდა; ჩეგევარას კი, თავის მხრივ – პირსისხლიანი ნაბიჭვარი", - განაცხადა ცაგარელმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ყველა თემაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში საუბრობდა და აქცენს ამ საკითხზე აკეთებდა.