თსუ-ში მომხდარ შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას გადაეცა

თსუ-ში მომხდარ შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მომხდარ შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და პოლიციას გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს 

თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გორაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, პოლიციისთვის ასევე გადაცემულია ყველა ის შესაძლო მტკიცებულება რაც ამ საქმის გამოძიებას და გახსნას დაეხმარება.

"საქმის შემდგომ განვითარებაზე კომენტარს უკვე თავად გამოძიება გააკეთებს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხამრებით გამოძიებას, რომ ეს საქმე გაიხსნას. შესაბამისად, კვალიფიკაციასაც მომხდართან დაკავშირებით თავად გამოძიება გააკეთებს. რაც შეეხება მომხდარს, დღესვე დაფიქსირდა თსუ-ში ინციდენტი, დაშავდა გოგონა, უსაფრთხოების სამსახურმა პირველადი რეაგირება მოახდინა. გამოძახებული სასწარფო სამედიცინო სამსახური, რის მეშვეობითაც გადმოიყვანეს საავადმყოფოში, მანამდე კი მას ადგილეზე უნივერსიტეტის ექიმმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება", - განაცხადა გიორგი გორაშვილმა.

გოგონა ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაშია გადაყვანილი. იქ იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონას ოპერაცია რამდენიმე წუთში დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციით კი, სტუდენტი გოგონა თსუ-ს მეორე კორპუსის მე-3 საღტულიდან გადმოვარდა ამ გადმოაგდეს.