2013 წლის ივნისისთვის დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოსა და ნატო-ს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დადასტურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ვიზიტში და ეს იყო პირველი ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში.
საქართველოს პრემიერის განცხადებით, 2008 წელი უმძიმესი იყო საქართველოსთვის, რა დროსაც მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება რუსეთის მიერ.
ივანიშვილის განცხადებით, მოხდა ეთნიკური წმენდა და ეს დადასტურებულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში.