წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად საქართველოდან იერუსალიმში მომლოცველთა ჯგუფი დღეს გამთენიისას გაემგზავრა.
120-კაციან მომლოცველთა ჯგუფში სასულიერო პირებიც არიან. ჯგუფს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს. მომლოცველები წმინდა ცეცხლს თბილისში 4 მაისს, სააღდგომო ლიტურგიის დაწყებაბამდე ჩამოაბრძანებენ. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სამებაში მიაბრძანებენ, საიდანაც იგი შემდეგ ტაძრებში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ქართველო მომლოცველები 1995 წლიდან ჩამოაბრძანებენ.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ზეციური ცეცხლი პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.