ისეთი სემინარები, როგორც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით დაგეგმილი, "როუზ-როსის" სემინარი უნდა იყოს გამოყენებული პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა "როუზ-როსის" რიგით 83-ე სემინარის გახსნისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან დასამალი არაფერი აქვს და ღიად უნდა ისაუბროს ყველაფერზე, ხოლო თუ რამეა დასამალი, "ეს რუსეთის სპეცსამსახურებს უნდა დავუმალოთ".
დავით დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება, "თუ რამდენად შეეფერება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კურსს ტერორისტებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებები".