პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა , სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრება.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სემინარი უკვე მეოთხედ ტარდება, რაც მისასალმებელია.
"საქართველომ ამ მიმართულებით თავისი აქტიურობით ბევრი გააკეთა. ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან აბსოლუტური მზაობაა, საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს. რაღაც პროცესები ამას ხელს უშლის, მათ შორის ძალიან ამძიმებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი, თუმცა ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი აქტიურობით და ამ სტრატეგიის გაგრძელებით საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სემინარს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და დეპუტატებიც ესწრებიან. სემინარში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსს წარმომადგენლები და ექსპერტები.