საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს , - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიტოში", ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ როსის" 83-ე სემინარის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა.
"როდესაც საქართველოს ამხელა შანსები აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად და ტრადიციად იქცა ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი საქართველოში, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. თუ ჩვენ ტერორისტების მხარდაჭერი ქვეყანა ვართ და ტერორისტებს ვამზდებთ, როგორც ამას საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, მაშინ ნატო-ში არავინ მიგვიღებს და არავინ დაგველაპარაკება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ნატო-ს პარტნიორებს უნდა აუხსნან, რომ ვითარება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხატავს, სინამდვილეში ასე არ არის.