ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, დღეს თბილისში, "როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარი გაიხსნება. სემინარის თემაა "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები".
ღონისძიებას გახსნიან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქრთველოში გიუნტერ ბეხლერი. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტვით გამოსვლაც.
"როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარის ძირითადი განსახილველი თემები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამხეთ კავკასია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირება, საქართველოში დაგეგმილი რეფორმების პროგრამა, აქტუალური რეგიონული საკითხები და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიიღებენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციები, ასევე, ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარი 1-ელ მაისს დასრულდება.