საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთის გუნდს სძლია. საქართველოს ძიუოისტთა ნაკრებმა დღეს, ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა .
ზებედა რეხვიაშვილმა (73) მეტოქეს იუკოთი სძლია, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) კი მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ისე აჯობა.
იუკოთი მოიგო ასევე ვალერი ლიპარტელიანმა (90). გაფრთხილებების მაქსიმუმი რაოდენობა მიაღებინა მეტოქეს ადამ ოქრუაშვილმა (+100). ერთადერთი მარცხი კი ვაზარით ლაშა შავდათუაშვილმა (66) იწვნია.
იუკოთი მოიგო ასევე ვალერი ლიპარტელიანმა (90). გაფრთხილებების მაქსიმუმი რაოდენობა მიაღებინა მეტოქეს ადამ ოქრუაშვილმა (+100). ერთადერთი მარცხი კი ვაზარით ლაშა შავდათუაშვილმა (66) იწვნია.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.