გოკა გაბაშვილი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს საპარლამენტო მანდატების მოპოვებას ულოცავს

გოკა გაბაშვილი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს საპარლამენტო მანდატების მოპოვებას ულოცავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს საპარლამენტო მანდატების მოპოვებას ულოცავს. 

ამის შესახებ გაბაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"მიუხედავად გარკვეული აკრძალული მეთოდებისა, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ჩვენი აქტივისტების დაბარება დაკითხვებზე და დაშინება, მაინც ეს არჩევნები ძირითადად, გამოხატავდა ამომრჩეველთა ნებას. შესაბამისად, პირველ რიგში, მინდა, მივულოცო გამარჯვებულ კანდიდატებს საპარლამენტო მანდატებას მოპოვება. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მობრძანდნენ და გამოხატეს თავისი ნება. განსაკუთრებული მადლობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებს, რომლებიც მიუხედავად ამ ვითარებისა, მოვიდნენ და გამოხატეს ნება. ასევე, მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების პრინციპში, ნორმალურად ჩატარება", - აღნიშნა გაბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში სამივე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ.