"საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხმების 10%-საც ვერ მიიღებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხმების 10%-საც ვერ მიიღებს. 

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს შუალედური არჩევნების შეფასებისას განუცხადა.  

"რომ გაიმარჯვებდნენ "ქართული ოცნების" წევრები, ეს გასაგები იყო. მე მგონი, ყველაფერი ნორმალურად განვითარდა. თბილისში კარგი კონკურენცია იყო დამოუკიდებელი დეპუტატების. რაც მთავარია, ყველაფერი ჩატარდა წყნარად, კულტურულად, ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ანარეკლია წინა არჩევნების, ანარეკლია იმის, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი იქნება, ოღონდ სხვაობა მონაწილეებს შორის უფრო დიდი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ვერ მიიღებს 10%-საც კი, ჩემი გადმოსახედიდან. აბა, ვნახოთ, რა და როგორ ახდება", - განაცხადა ივანიშვილმა.