"შედეგები ძირითადად, მოსახლეობის ნებას გამოხატავს და დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია"

ნაძალადევში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაპუნა დავითაიას განცხადებით, გუშინდელი არჩევნების შედეგები ძირითადად, მოსახლეობის ნებას გამოხატავს და დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. 

ამის შესახებ დავითაიამ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადა, სადაც შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. 

"მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, დაკითხვებზე ჩვენი ხალხის დაბარებისა, მიუხედევად მედიაში გარკვეული პრობლემებისა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი არჩევნები და ის წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე გამოცხადდა, ძირითადში, გამოხტავას მოსახლეობის ნებას და დარღვევებმა, რომლებიც მრავლად დაფიქსირდა, ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საბოლოო შედეგის დაფიქსირებაზე", - განაცხადა დავითაიამ და თავის ყოფილ კონკურენტს, "ქართული ოცნების" კანდიდატს თამარ კორძაიას გამარჯვება მიულოცა. 

შეგახენებთ, რომ ცსკ-ის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ნაძალადევის რაიონში "ქართული ოცნების" კანდიდატი თამარ კორძაია 39,5 %-ით ლიდერობს.