ცესკომ ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა

ცესკომ ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა

შუალედურ არჩევნებში სამივე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. ნაძალადევში ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი - თამარ კორძაია - 39.48%, დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია - კახა კუკავა – 17,26%, მირზა დავითაია - 15.11%, ზვიად ჩიტიშვილი – 11,46%, იოსებ მანჯავიძე – 12.95%, გიორგი გუგავა - 3.14% გია ნემსაძე – 0.34%, გიორგი ლილუაშვილი – 0.12%, ზაზა მეზვრიშვილი – 0.08%, ხვიჩა ასანიძე – 0.05%. 

ბაღდათშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი პაატა კიკნაველიძე ლიდერობს - 61,92%-ით. დანარჩენი კანდიდატების შედეგებია ასეთია - ვლადიმერ წიქორიძე - 21.15%, რომან რობაქიძე – 6,65%, ზურაბ მსხვილიძე – 9,62%, პაატა ბაკურაძე – 0.35%, დათო შარაბიძე - 0.12%, არჩილ იოსელიანი – 0.12%), ლაშა თამაზაშვილი - 0.06%. 

სამტრედიაში 80,94%-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი კახიანი. დანარჩენი კანდიდატების შედეგი ასეთია - ემზარ შუბლაძე – 18.69%, გოჩა ბაძგარაძე – 0.16%, მორისონი ქობულია – 0.12%, ბადრი გოგელაშვილი – 0.09%. 

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგებს ყველა ინსტანციაში გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ გამოაცხადებს.