"საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება".

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კითხვის - "რატომ არ გაითვალიწინა საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით", საპასუხოდ განაცხადა.

"მე მგონია, რომ თქვენ გაქვთ ისევ ცალმხრივი ინფორმაციები. როგორც ჩანს, კვლავ ახერხებს ოპოზიცია გაავრცელოს ინფორმაციები. საქმე აბსოლუტურად პირიქითაა, ჩვენ დაახლოებით 100 %-ით გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და გავითვალისწინებთ მომავალშიც. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. ჩვენ ვითვალიწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ ვითვალისწინებთ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს და გაცნობებთ, რომ თავად უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერაც არსებობს ამ კანონზე. უკვე არსებობს ჰამერბერგის შეფასებაც, რომელიც ამბობს, რომ ეს რეფორმა ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ძალიან კარგია. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, არის სააკაშვილი და ცდილობს ამ კანონს ვეტო დაადოს, მაშინ, როცა სხვა განსხვავებული აზრი არ არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა.