უჩა ნანუაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

უჩა ნანუაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს, 2012 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 2013 წლის 28 მარტს წარუდგინა.

"უჩა ნანუაშვილმა ელჩს გააცნო ანგარიშში ასახული საკითხები და საკუთარი რეკომენდაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.