ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს

ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს

გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა, რომელმაც ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა გასულ ზაფხულს დატოვა, რუსეთთან პოტენციური ომის შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მან გამოცემა Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გაერთიანებული სამეფო უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პუტინთან 2030 წლისთვის ომი რეალისტურია.

„თუ რუსეთი უკრაინაში ომს შეაჩერებს, მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს შეზღუდული შეტევა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და ეს 2030 წლისთვის მოხდება“, - განაცხადა გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა.