ქართულ ღვინოს ორი სტატიტიკა და ერთი პერსპექტია გააჩნია. ოფიციალური სტატისტიკით, ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინის გადაზიდვები უცხოურ ბაზრებზე, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი. იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 9 მლნ 105 ათას 481 ბოთლის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ აგვისტოს თვეში 1 მლნ 281 ათას 886 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო უკრაინის ბაზარზე გაიყიდა. „სამტრესტის“ მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში უკრაინის ბაზარზე 4 მლნ 688 ათას 761 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ მერე ადგილზე ყახაზეთია, სადაც რვა თვეში 1 მლნ 307 ათას 860 ბოთლი ღვინოა გადაზიდული.
თითქოსდა ეს ოფიციალური მონაცემებია და ყველა ვინც მას თვალს გადაავლებს, უნდა ირწმუნოს, თუმცა სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ასევე ოფიციალური განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სულ სხვა მონაცემები დაასახელა.
ბაკურ კვეზერელი 2010 წელს ღვინის ექსპორტის ზრდას კი პროგნოზინებს, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბებით. მისი თქმით, შარშან ექსპორტზე 5 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, წლეულს კი ეს ციფრი 8 მილიონამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ადგილობრივი ქარხნები ღვინის რეალიზაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში მოახდენენ.
ესე იგი სახეზეა ორი აბსოლუტურად განსხვავებული და შეუსაბამო ინფორმაცია. თუ მინისტრს ვერწმუნებით, წლის ბოლომდე დიდი ჭაპანწყვეტით 8 მილიონი ბოთლი უნდა გავასაღოთ, სტატისტიკა კი აცხადებს, რომ აგვისტოს ჩათვლით, ანუ 8 თვეში ღვინის ექსპორტმა 9 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
აქედან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: „სამტრესტის“ მონაცემები გაბერილია ან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ღვინის ექპორტზე და შესაბამისად სოფლის მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის შესახებ. მართალია, ქართული ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის ჩასანაცვლებლად უუნარო აღმოჩნდა, მაგარ ისეც არ გაჩანაგებულა, რომ წელიწადში 5-7 მილიონი ბოთლის გაყიდვა ვერ მოახერხოს.
საერთოდ, რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ბაზარმა საექსპორტო პოტენციალის 90% დაკარგა. შემდეგ ბაზარს კრიზისმა მოუსწრო, რომლის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. სიტუაციის უახლოეს პერიოდში გამოსწორებას ღვინის კომპანიები არ ელოდებიან, მაგრამ ამაზე მეტად მდგომარეობა არც გაუარსედება.
სტატისტიკის თანახმად, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ემბარგომდე (2006 წელს) 60 მილიონ ბოთლს შეადგენდა, შარშან ექსპორტმა 16 მილიონი ბოთლი შეადგინა კვეზერელს კი ჰგონია, რომ 2009 წელს 5 მილიონი ბოთლი გაიყიდა.
რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ ღვინის ხარისხი უმჯობესდება, თუმცა კვლავ უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს დიდ ბაზრებზე. ამის თაობაზე პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა „ეკონომისტი“ დაუფარავად წერს.
ქართული ღვინის ასოციაციაში „ეკონომისტის“ განცხადებას ეთანხმებიან. ასოციაციის ხელმძღვანელის თინა კეზელის განცხადებით, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინო ძვირია და ეს ტრანსპორტირების ხარჯებითაა გამოწვეული. მისი თქმით, ღვინის ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, თუკი მიწოდების არხები უფრო დამუშავდება. ქართულმა ღვინის კომპანიებმა ექსპორტირებისას ტრანსპორტირება ერთად უნდა განახორცილეონ და არა ცალ-ცალკე.