“MTV Europe Music Awards”-ის გამარჯვებულები ცნობილია

“MTV Europe Music Awards”-ის გამარჯვებულები ცნობილია

გუშინ ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში ჩატარდა მიმდინარე წლის “MTV Europe Music Awards”-ის ნომინაციებში გამორჩეულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი.

 

ამ ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა აღმოჩნდა. ეს ქალბატონი ერთდროულად ექვს ნომინაციაში იყო წარმოდგენილი და ოთხ მათგანში იმარჯვა.

 

ლედი გაგა დაასახელეს “წლის საუკეთესო ქალ მომღერლად”, მისი კომპოზიცია “Born This Way” წლის საუკეთესო სინგლად აღიარეს, ასევე გამოარჩიეს ამ სიმღერის ვიდეოკლიპიც. ლედი გაგამ დაიმსახურა “თაყვანისმცემლების საუკეთესო მხარდაჭერის” ჯილდოც.

 

17 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი დაასახელეს “წლის საუკეთესო მამაკაც მომღერლად”, მანვე იმარჯვა “საუკეთესო პოპ-ვოკალის” ნომინაციაშიც.

 

საუკეთესო ალტერნატიული მიმდინარეობის ჯგუფად “Thirty Seconds To Mars” დასახელდა. წლის აღმოჩენა გახდა 26 წლის ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი.

 

რეპერმა ემინემმა ჰიპ-ჰოპის საუკეთესო მომღერლისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. მისი თანამემამულე  ქეთი პერი კი წლის საუკეთესო კონცერტისათვის დაჯილდოვდა.

 

საუკეთესო როკ ჯგუფად “Linkin Park” აღიარეს, ლეგენდარულ “Queen”-ს კი “მსოფლიო აღიარების” ჯილდო გადაეცა.