ბრიტანეთის პოლიციამ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელა

ბრიტანეთის პოლიციამ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელა. ტემზის პოლიციის განყოფილების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად  ამ დასკვნამდე ექსპერტები ცხედრის გაკვეთის შედეგად მივიდნენ. 

პათანატომების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. ამავე პერიოდში გახდება ცნობილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებიც.

67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში 23 მარტს აღმოაჩინეს. ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.