მხიარული პესიმისტი

მხიარული პესიმისტი

- რატომ წერთ მხოლოდ ნაღვლიან მუსიკას? მსმენელს სურს დაისვენოს, გამხიარულდეს, კონცერტიდან დაბრუნდეს მხიარულ გუნებაზე. თქვენ კი? დაწერეთ რამე მხიარული, გამამხნევებელი და მყიდველიც ხალისიანად შეიძენს თქვენს ნაწარმოებებს, - უთხრა ერთხელ გამომცემელმა ახალგაზრდა ბრამსს.

 

- ვეცდები, - უპასუხა კომპოზიტორმა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ იგი მივიდა გამომცემლობაში დიდი ნაკრაულით.

 

- რა, გამოვიდა? – შეხვდა კითხვით გამომცემელი.

 

- არ ვიცი, - უპასუხა ღიმილით ბრამსმა და გამომცემლის წინ დააწყო ნოტები.

 

ახალ ნაწარმოებს ეწოდებოდა: “მხიარულად ჩავალ საფლავში”.