წულუკიანი აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს ადანაშაულებს

წულუკიანი აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ქვეყნის ახალი ხელისუფლების შესახებ ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონგრესისთვის ცრუ ინფორმაციების მიწოდებაში დაადანაშაულა.

"ცრუ ინფორმაციები იყო გავრცელებული არასამთავრობო სექტორსა და კონგრესში. ამას ალბათ მოემსახურა აწ უკვე ყოფილი ელჩი, თუმცა თავად ის ამას უარყოფს. ვისი ქმედებაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება", - აღნიშნა წულუკიანმა გადაცემა "აქცენტებში" სტუმრობისას.

მისივე თქმით, საუბარია იმაზე, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება ქვეყანას ექაჩება უკან, რომ უარს ამბობს დასავლურ ორიენტაციაზე და ა.შ.
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩია თემურ იაკობაშვილი, რომელიც არჩილ გეგეშიძემ შეცვალა.