დავით ქართველიშვილი: საუბარია ქვეყანაზე, რომელიც მეხუთე თაობის შეიარაღებას აწვდის მსოფლიოს ქვეყნებს და რომლის მიღებასაც ბევრი სახელმწიფო ისურვებდა

დავით ქართველიშვილი: საუბარია ქვეყანაზე, რომელიც მეხუთე თაობის შეიარაღებას აწვდის მსოფლიოს ქვეყნებს და რომლის მიღებასაც ბევრი სახელმწიფო ისურვებდა

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ჩინეთში გამართულ სამხედრო აღლუმზე ქართველი რადიკალების კომენტარები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციამ ქილიკის საგნად აქცია 3 სექტემბრის აღლუმზე გამოყვანილი რუსული „ზილები“, რომელსაც ჩინური შეიარაღება გადაჰქონდა.

„საუბარია ქვეყანაზე, რომელიც მეხუთე თაობის შეიარაღებას აწვდის ძირითადად პაკისტანს, რამაც ის გახადა რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფო, შეიარაღებით ამარაგებს ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, აწვდის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უნიკალურ სისტემებს სერბეთს (ეს სისტემები სერბეთს 90-იან წლებში ჰქონოდა, ვნახავდით ნატო ვის და როგორ დაბომბავდა),“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა და ისაუბრა იმ შეიარაღების ნაწილზე, რომელიც ჩინეთს  გააჩნია და რომლის ექსპორტსაც ეწევა.

„საუბარია სამხედრო საზღვაო ფრეგატებზე, რობოტებზე, უპილოტო საფრენ აპარატებზე, ბალისტიკურ რაკეტებზე და რომელი „ზილი“ ატვირთავდა ამ ყველაფერს? საუბარია შეიარაღებაზე, რომლის მიღებასაც მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო ისურვებდა და რომლის შესაძენად რიგი დგას. ვერ წარმოვიდგენთ რა დონეზეა დღეს ჩინეთი. ესაა ის ჩინეთი, რომელმაც ბრძანა: რუსეთ-უკრაინის ომში მე ცალსახად რუსეთის მხარეს ვარ, ვინაიდან მას ებრძვის მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა, მაგრამ დღემდე შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთისთვის დახმარება არ გამიწევია,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.