თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესის დაწყებამდე, მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ბაჩო ახალაიას პატიმრობას აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თეა თუთბერიძემ განაცხადა, ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია.

"იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია. ახალაია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია, რომელიც უსამარათლოდ იმყოფება პატიმრობაში", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.
აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობაში გადაინაცვლეს და პროცესზე დასწრებას გეგმავენ. სასამართლოს დაესწრება ბაჩო ახალიას მამაც, პარლამენტის დეპუტატი როლანდ ახალაია.
საქალაქო სასამართლოს შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის პროცესი უახლოეს წუთებში დაიწყება.