საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა . პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან, რომლის შემდეგ მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისის) თავმჯდომარე ოკტაი ასადოვთან და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად გაემგზავრება.
მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტს ხვალ, 28 თებერვალს დაასრულებს.