სპორტის სამინისტრო დევი სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სპორტის სამინისტრო დევი სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უწყების თანამშრომლის, დევი სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის, დევი სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დევი სირაძე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში წუხელ დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ, რა დროსაც უცხოეთიდან დაბრუნებულ პირს იარაღი გაუვარდა და დევი სირაძე გულ-მკვერდის არეში დაიჭრა.

გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს აღნიშნულ მისამართზე სირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, უკვე დაკავებულია.