“არავინ არ არის ისე სახელგანთქმული, როგორც ეს ადამიანს ეჩვენება” - ამბობდა ცნობილი მომღერალი ენრიკო კარუზო.
მართლაც, ერთხელ ამერიკაში მოგზაურობის დროს გზაში მანქანა გაუფუჭდა. სანამ მძღოლი მანქანას აკეთებდა კარუზო ადგილობრივი ფერმერის სახლში შევიდა.
- მე კარუზო ვარ, - წარუდგა მომღერალი.
ფერმერი ფეხზე წამოხტა. ხელი ჩამოართვა და აღელვებულმა წარმოთქვა:
- ღმერთო ჩემო! აი, საკვირველება! როდისმე შეგვეძლო გვეფიქრა, - მიუბრუნდა იგი ცოლს, - რომ ჩვენს პატარა სამზარეულოში ვნახავდით სახელგანთქმულ მოგზაურს რობინზონ კრუზოს?