საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დღევანდელი სხდომა სამარცხვინოდ ჩატარდა.
როგორც ჟურნალისტებს თაქთაქიშვილმა განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას კრიტიკული აზრის მოსმენა არ შუძლია.
„ეს სამწუხაროა და იმედია, რომ დროთა განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე ისწავლის თუ როგორ უნდა გაუძლოს ძალიან კვალიფიციურ ოპოზიციას პარლამენტში“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.