ეუთოს გენერალურმა მდივანმა პირველად, საჯაროდ თქვა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები არ იწვევს არანაირ ეჭვს და იქ ხალხის ნება გამოხატული იყო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
„საბოლოო დეკლარაციაში ჩემი ინიციატივით, კიდევ ერთხელ ჩაიწერა 2 მნიშვნელოვანი რამ: ერთი, ის რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები, ჯარები გაიყვანოს და ასევე, აფხაზეთის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ. მეორე, მოწოდება სირიის ხელისუფლებისადმი ეუთოს წევრი ქვეყნების მიერ, რომ მან უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა პასუხი გამცა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჩემს დასმულ კითხვაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ სრულიად გაუგებარია, რომ როდესაც მოსახლეობის მხარდაჭერის 40%-ზე მეტს აიღებს ოპოზიცია და ის არ შედის პარლამენტში, ეს არის ამომრჩევლების შეურაცხყოფა. მან პირველად საჯაროდ თქვა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები არ იწვევს არანაირ ეჭვს და იქ ხალხის ნება გამოხატული იყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შესწორებაც შევიდა.