ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შესწორებაც შევიდა.
ცვლილება სირიის მთავრობისადმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ მოწოდებას ითვალისწინებს.
„მოხარული ვარ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა პორტოს დეკლარაციაში ჩემს შესწორებას. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების და უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - წერს სამხარაძე.