შიდა დაპირისპირება ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე. რა თქმა უნდა გამონაკლისი არც „ნაცების“ ეს შტო - „გახარიები“ არ არიან, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გახარიას გუნდში არსებულ დაპირისპირებას.
მისი თქმით, ამ ადამიანებს აერთიანებთ საკუთარი კეთილდღეობა და არა პრინციპები. შესაბამისად, რღვევა გარდაუვალი იყო.
„ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ არა პრინციპების, არა იდეების გარშემო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობით, რა თქმა უნდა ყოველთვის ასე მძიმედ დაამთავრებენ საკუთარ „პოლიტიკურ საქმიანობას“. ამიტომ, ეს არის კანონზომიერი პროცესი, რაც ახლა ხდება, როგორც „გახარიებში“, ასევე, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში და რაც დრო გავა, ჩვენ უფრო მეტად დავინახავთ, როგორ გაღრმავდება პოლარიზაცია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო სიიდან რვა ადამიანი ამოიღეს გახარიას პარტია ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. ხოკრიშვილი მიზეზად თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე შეუთანხმებელ პოზიციას ასახელებს.