დღეს, პრეზიდენტი  ბრიუსელში შეხვედრებს  გამართავს

დღეს, პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს დღეს, ბრიუსელში გამართავს.

შეხვედრები დაგეგმილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტ, ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ, მარტინ შულცთან.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში.

ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთიდან ჩავიდა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიწვევით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაში მონაწილეობდა.