ბაჩო ახალაია: საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვცადე  საუბარი, ახლა აგერ ვარ  და საუბარი მიჭირს

ბაჩო ახალაია: საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვცადე საუბარი, ახლა აგერ ვარ და საუბარი მიჭირს

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, ის რაც მის წინააღმდეგ ხდება, პოლიტიკური განცხადებების შედეგად შექმნილი გარემოს დამსახურებაა.

შესაბამისად, როგორც ახალაია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე „თქვენს წინააღმდეგ პროკურატურას განცხადებით მიმართა ლაფანყურის სპეცოპარციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული და ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს. რა პასუხს გასცემდით ამ ბრალდებას? „ განაცხადა, რომ რთულია იმის დადგენა და დაჯერება, რომ ეს სიმართლე არ არის.

„გული მწყდება იმ ბიჭების გარდაცვალებაზე, რომელიც ქვეყანას შეეწირნენ. ასეთი ბევრია გარდაცვლილი. რაც შეეხება ამ მოსაზრებას ჩემს წინააღმდეგ,  რთულია იმის დადგენა და დაჯერება,  რომ ეს სიმართლე არ არის. ის ყველაფერი რაც ხდება, ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების შედეგად შექმნილი გარემოს დამსახურებაა, რომელსაც თვითონ პოლიტიკოსები ვერ გაურბიან. პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ხდებოდა ამის პროვოცირება, ახლა კი, რომელ პოლიტიკოსს ეყოფა ვაჟკაცობა, რომ ის საზოგადოებრივი აზრი გაამართლოს მართლმსაჯულებით?“, - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება,  ჟურნალისტის კითხვას, რომ თუ ხედავდა, რომ მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი  ოპონენტების მხრიდან მწიფდებოდა,  რატომ არ რეაგირებდა ამის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ მაშინ პოზიცია არ აძლევდა  საშუალებას, რომ ამ ბრალდებებზე ღიად ელაპარაკა.

„საჯარო პოლიტიკოსი არ ვიყავი და ვერ ვპასუხობდი. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, როცა ვცადე ამაზე საუბარი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახლა აგერ ვარ და ამაზე საუბარი მიჭირს“, - განაცხადა ახალაიამ.