ბაჩო ახალაია: მიუხედავად იმისა, ვიცოდი დამაკავებდნენ, საქართველოში საკუთარი ნებით დავბრუნდი

ბაჩო ახალაია: მიუხედავად იმისა, ვიცოდი დამაკავებდნენ, საქართველოში საკუთარი ნებით დავბრუნდი

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, რა პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, მისი ადგილი საქართველოშია.

როგორც ახალაია „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დააკავებდნენ, საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა და აღნიშნა, რომ როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ არანაირი კრიმინალი არ გაქვს ჩადენილი, სადმე რატომ უნდა გაიქცე.

„ჩემი გადაწყვეტილებით დავბრუნდი საქართველოში. დარწმუნებული ვიყავი, როდესაც ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ, თუმცა აბა სად წავსულიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე საქართველოს და რა პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ჩემი ადგილი საქართველოშია. ყველაფერი ბევრად მარტივია, ვიდრე ჩანს. როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ არანაირი კრიმინალი არ გაქვს ჩადენილი, რატომ უნდა გაიქცე სადმე“, - განაცხადა ახალაიამ.