კობა დავითაშვილმა პროკურატურასთან დაკავშირებით, ცვლილებები მოამზადა

კობა დავითაშვილმა პროკურატურასთან დაკავშირებით, ცვლილებები მოამზადა

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საჯარო დაწესებულებად გარდაიქმნება.

აღნიშნულ ცვლილებას - "პროკურატურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს , რომლის ავტორი უმრავლესობის წევრი - კობა დავითაშვილია.

ცვლილებებით, მთავარ პროკურორს თანამდებობაზე პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ნიშნავს.

პროექტით, მთავარი პროკურორის მოადგილეებს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, თბილისის და საოლქო პროკურორებსა და სხვა ქვემდგომ პროკურორებს, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

ამასთან , ცვლილებებით, ახლებურად ყალიბდება პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესებისა და მათი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებული საკითხები.