ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე  მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან დაანონსებულ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო აგლაძემ განაცხადა, ბაჩო ახალაიას პერიოდში კრიმინალის ფაქტები საქართველოში შემცირდა და მას და მისი ოჯახის წევრებს ქუჩაში გამოსვლა არ ეშინოდათ.

მისი თქმით, საზოგადოების აგრესია ბაჩო ახალაიას მიმართ უადგილოა, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ მყარი არგუმენტები ვერ წარმოადგინა ბაჩო ახალაიას კრიმინალებისა და დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

როდესაც ნინო აგლაძე ჟურნალისტებთან აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა, სხვა მოქალაქეებმა, რომლებიც მაიაკოვსკის ძეგლთან იმყოფებოდნენ, პროტესტი გამოთქვეს და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ ნინო აგლაძეს მოუწოდეს, "შემოწმება ფსიქიატრთან გაიაროს".

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი გვერდი შეიქმნა, სახელწოდებით „დღეს მეც ბაჩო ახალაია ვარ - მეც დამიჭირეთ".

როგორც აღნიშნულ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, 12:00 საათისთვის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეკრებილიყვნენ და მსვლელობა მოეწყოთ სასამართლოსკენ.

თუმცა, მაიაკოვსკის ძეგლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების ნაცვლად, მისი მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.