დავით უსუფაშვილი დუბლინში ELDR-ის კონგრესში მონაწილეობს

დავით უსუფაშვილი დუბლინში ELDR-ის კონგრესში მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დუბლინში იმყოფება, სადაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელის რანგში ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ELDR) კონგრესის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

სპიკერთან ერთად დუბლინში, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანიც იმყოფება და კანონმდებლები საქართველოში მომავალ კვირას დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებაში „რესპუბლიკური პარტია“ 2007 წელს გაწევრიანდა, ხოლო, „თავისუფალი დემოკრატები“ კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციაში გაერთიანდებიან.