გიგი უგულავა: კანცელარიის შენობა მალე „ქაჯეთის ციხედ“ გადაიქცევა

გიგი უგულავა: კანცელარიის შენობა მალე „ქაჯეთის ციხედ“ გადაიქცევა

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ დაუშვეს. შესაბამისად, უგულავა ვარაუდობს,  რომ კანცელარიის შენობა მალე „ქაჯეთის ციხედ“ გადაიქცევა.

უგულავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი 600 000 თბილისებისთვის შეღავათების დაფინანსებასთან დაკავშირებით,  თბილისის მერსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.

„პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხის განხილვა არ ისურვა და ნაცვლად ამისა, სუბორდინაციასთან დაკავშირებით ჭკუის სასწავლებელი განცხადებები მივიღეთ. აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაგვეწყვიტა, მაგრამ თურმე სხდომაზე დასწრების უფლება არ მაქვს, რაც სხვა პირის მეშვეობით მაცნობეს. ასეთი რამ შევარდნაძის პერიოდშიც კი, არ ხდებოდა. რას ვეუბნებით 60 ათას ტრანსპორტით მოსარგებლეს, ათასობით მრავალშვილიანს და 90 ათას დაზღვეულს. ეს შენობა მალე „ქაჯეთის ციხედ“ გადაიქცევა. თურმე პრემიერ-მინისტრი არავის მოსმენას არ აპირებს და ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში არც შედის“, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერმა მთავრობის კანცელარიის შენობა  უკვე დატოვა.

კანცელარიაში მთავრობის სხდომა 10.30 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში შეტანილია 12 საკითხი.