ნიუ-იორკში კენტ რიცხვიანი მანქანის ნომრის მფლობელები ბენზინს დღეს ჩაასხამენ, ლუწრიცხვიანები-ხვალ

ნიუ-იორკში კენტ რიცხვიანი მანქანის ნომრის მფლობელები ბენზინს დღეს ჩაასხამენ, ლუწრიცხვიანები-ხვალ

ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით,  ქალაქში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები  დაწესდება, რადგან ამ დროისთვის ქალაქში არსებული ბენზინგასამართი სადგურების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს.

იმისთვის, რომ ქალაქში არეულობა არ შეიქმნას, მანქანის იმ მძღოლებს, რომელთა მანქანის ნომრებიც კენტ რიცხვზე მთავრდება. ბენზინის ჩასხმა კენტ რიცხვებში მოუწევთ, ხოლო ვისი მანქანის ნომერიც ლუწ რიცხვზე, თვის ლუწ რიცხვებში. ეს წესი მეგაპოლისში დღეს დილიდან ამუშავდა. ამ წესისგან მხოლოდ ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსები და სასწრაფო და ავარიული მომსახურების მანქანები არიან გათავისუფლებულები.

შეზღუდვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ბენზინის ნაკლებობის გარდა, ტრანსპორტს მოძრაობაში ხელს თოვლი და დიდი საცობებიც უშლის  ხელს.

ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი ნიუ-ჯერსის შტატშიც.