Led Zeppelin -ის ლეგენდარული ვოკალისტი – რობერტ პლანტი აცხადებს, რომ მისი როკ–მოღვაწეობის დრო სულ მალე დასრულდება. ასეთ დასკვნამდე პლანტი ჯგუფ Them Crooked Vultures კონცერტზე მონაწილეობის შემდეგ მივიდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჯგუფში უკრავს რობერტ პლანტის ძველი Led Zeppelin -ელი მეგობარი– ჯონ პოლ ჯონსი. შოუს შემდეგ რობერტ პლანტმა განაცხადა რომ “იგი მზად აღარ არის დიდი მუსიკის შესასრულებლად და სანამ ჯერ კიდევ უყვართ მის მსმენელებს, უმჯობესია გიტარა და მიკროფონი კედელზე ჩამოჰკიდოს”.
პლანტი იმასაც აცხადებს, რომ მუსიკის მაღალი ჟღერადობის ხმა მის ჯანმრთელობაზე უკვე ძალიან ცუდად მოქმედებს. მომღერალის სიტყვებით: აღნიშნული კონცერტის შემდეგ, მას 3 დღე ჰქონდა ყურებიდან სისხლდენა.
პლანტის უკანასკნელი ნამუშევარი Raising Sand -ი გამოვიდა 2007 წელს, რომელიც სტილის მხრივ, მიახლოვებული იყო ფოლკთან. ამა წლის ოქტომბერში ასევე უნდა გამოვიდეს ახალი დისკი Band of Joy რომელიც ჩაწერილია პლანტის იგივე სახელის მქონე ჯგუფის მიერ. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, სწორედ ეს ალბომი შეიძლება გახდეს მისი კარიერის უკანასკნელი ნამუშევარი